10 სექტემბერი 2026,   22:24
ვრცლად
ლერი სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებულ პირს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე ლერი სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი 40 წლის მამაკაცი ბრალს აღიარებს.

მას შემდეგ, რაც მოწმის სტატუსის მქონე ღლონტის საცხოვრებელში ჩხრეკა ჩატარდა, მას სტატუსი შეეცვალა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ოფიციალურად დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დროებით საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილია მასრა, თუმცა არ არის დადგენილი, რამდენად არის ის საბრძოლო თარგის. მისივე თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

არ არის გამორიცხული, მის ბრალს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიც დაემატოს.

 

დღის ამბები