26 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
ბელარუსში 60 ათასზე მეტი ადამიანი ლუკაშენკოს პოლიტიკას აპროტესტებს

მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში - ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ორგანიზებულ აქციას 60 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციაზე სიტყვით გამოვიდა თავად სვეტლანა ტიხანოვსკაიაც და ბელარუსის მოქმედ მთავრობას მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში რუსული კერძო სამხედროების დაკავების ფაქტი ერთმანეთს არ დაუკავშირონ.

მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსეთის მოქალაქეების დაკავების შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მეგობრობის პარკი, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა, რკინის ბარიერებით იყო შემოღობილი.

დღის ამბები