19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
მომხმარებლის ფოტოებია 193 ათასი და ვიდეოები 448 - რა აღმოჩნდა ბაჩალეიშვილის კომპიტერში

თამარ ბაჩალიაშვილის  კომპიუტერის კლონირება უკვე დასრულდა. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ლეპტოპში მიმოწერები არ იყო.

"მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. ფეისბუქი და ინსტაგრამი ლეპტოპში არ არის. მომხმარებლის ფოტოებია 193 ათასი და ვიდეოები არის 448 და რაც საინტერესოა, არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს. ბოლოს არის შესული რაღაც საიტზე 18-ში, 11:02-ზე. არის რაღაცა საიტი მითითებული.  თუ ესეთი არაფრის მქონე ინფორმაცია და მარტო სურათები იქნებოდა და არაფერი ამდაგვარი, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა კლონირებას, გადამუშავებას და ამ პროცედურებს,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები