19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
სოფელებში ტახტისძირსა და გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს - სუსი

ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", – აცხადებენ სუს-ში.

დღის ამბები