17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ქვეყანაში ასაშენებელი კიდევ ბევრია მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ბევრი რამ ჩამოვთვალო რა გაკეთდა - პრემიერი

"ქართული ოცნება" რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ამჯერად, ამომრჩეველს სამთავრობო გუნდი დავით სონღულაშვილის კანდიდატურას აცნობს. პარლამენტის მოქმედი დეპუტატი მოახლოებულ არჩევნებზე გამარჯვებას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამაჟორიტარო ოლქში შეეცდება.

წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ქვეყნის ოკუპაციის თემას და რეგიონში არსებულ პრობლემებს შეეხო. 

"დღეს 28 წელი გავიდა მას შემდგომ, რაც სოხუმში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ. შრომა უნდა იყოს დაფასებული და ამ ქვეყანაში არცერთი მტკაველი მიწა უპატრონოდ, დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

ჩვენი ვალდებულებაა და ესეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები იყვნენ მიხედილები და რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მან იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე.

ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ასაშენებელი კიდევ ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო რა გაკეთდა. გაკეთდა ბევრი წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სოფელ უდაბნოში არასდროს წყალი რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ. მაგრამ, ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის უკან უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დღესაც გრძელდება ამის რეაბილიტაცია და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24 საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები