23 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ეძებენ - 31 წლის ვეფხია ხაჩიძე ბოლოს გუშინ ნახეს

მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ - 31 წლის ვეფხია ხაჩიძე ბოლოს გუშინ ნახეს. დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას პრობლემები არ ჰქონია. ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს. 

რაც შეეხება ოჯახს, ისინი რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ სანზონის პოლიციის განყოფილებაში, სადაც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს. ნათესავების ინფორმაციით, ის სახლიდან გასვლისას ფხიზელი იყო.

31 წლის ვეფხია ხაჩიძის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები