13 სექტემბერი 2026,   15:15
ვრცლად
კახეთში სტიქიისგან დაზარალებული შიდასაუბნო გზების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს შიდასაუბნო გზების გაწმენდა.

ლაგოდეხსა და საგარეჯოში უხვი ნალექით მოვარდნილი ღვარცოფი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა, რის გამოც საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და შიდასაუბნო გზები დაზიანდა.

ასევე მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ახლა ყველა აბონენტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.

დღის ამბები