19 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
რაჭაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიება 19 წლის ახალგაზრდებს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, გუშინ ერთერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებსა და 29 წლის მამაკაცს შრის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მამაკაცი მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

დღის ამბები