19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტის სოფელში 7 ძროხა დაიკარგა - ადგილობრივების თქმით, საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში საქონელი დაიკარგა. საუბარია 7 ძროხაზე, რომელიც საძოვრებიდან აღარ დაბრუნებულა.

როგორც მწყემსებმა დაკარგული პირუტყვის პატრონებს განუცხადეს, საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

ადგილობრივებმა დახმარების თხოვნით პოლიციას და ხელისუფლებას უკვე მიმართეს, თუმცა ამ დრომდე დაკარგული პირუტყვის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.

დაზარალებულები ხელისუფლებისგან დაკარგული პირუტყვის დასაბრუნებლად დახმარებას, ან მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას აპირებენ.

დღის ამბები