დღეს 22 საათზე "რუსთავი 2-ზე" "დიდი სცენის" ფინალია. მემე ჟორდანია, გიორგი ფუტკარაძე და ლევან ყანდიაშვილი - ვინ გახდება ამ სამი მონაწილიდან მეგა-პროექტის გამარჯვებული, რამდენიმე საათში გავიგებთ.
დიდი სცენა მაყურებელს დაუვიწყარ ფინალს ჰპირდება. დღეს მეგაშოუს მეორე სეზონი სრულდება.
“დიდი სცენა“ ახალი მუსიკალური მეგა-პროექტია ინოვაციური წესებითა და განსხვავებული შინაარსით.
მაყურებელმა უკვე იხილა არაერთი ეპიზოდი როგორც ქართული, ასევე უცხოური ჰიტებით. - “დიდი სცენის“ გამარჯვებული ხდება თქვენი, მაყურებლის ფავორიტი.