01 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
მინსკში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციებს სკოლის მასწავლებლები შეუერთდნენ

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები​ ოპოზიციონერების დაკავების ფონზე გრძელდება. მინსკში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციებს სკოლის მასწავლებლები შეუერთდნენ. განათლების სამინისტროს შენობასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი ბელარუსის პრეზიდენტის მიერ მასწავლებლების მისამართით გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ლუკაშენკო სკოლიდან გათავისუფლებით იმ პედაგოგებს დაემუქრა, რომლებიც მთავრობას მხარს არ უჭერენ.

პარალელურად, რუსეთის საგარეო უწყება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ აფრთხილებს. ოფიციალური მოსკოვის პოზიციით,​ ​მინსკზე სანქციების საშუალებით პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა დაუშვებელია.

დღის ამბები