19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
"ცამდე მართალი ვარ, როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია" - 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაკავებულის მამა

ამ წუთებში სასამართლო 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. 

"მე ცამდე მართლი ვარ. მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ ისეთი თქვა პროკურორმა. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი, თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ,"-განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროკურატურის შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ.

სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს და დღეს სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

დღის ამბები