06 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
მინსკში მორიგი აქციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 20 ჟურნალისტი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგი ანტისამთავრობო გამოსვლისას 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 20 ჟურნალისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის საერთაშორისო მედიების რეპორტიორებიც იყვნენ. ჟურნალისტების ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.

მედიის წარმომადგენლების დაკავება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო და განმარტა, რომ ისინი აკრედიტაციის შესამოწმებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გმობს ნატოს გენერალური მდივანი. გარდა ამისა, სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში.

ცნობილი ხდება ისიც, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების გამო ოფიციალურმა კიევმა ბელარუსულ მხარესთან ყველა ტიპის კონტაქტი შეაჩერა

დღის ამბები