06 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის კვალი პირდაპირ კრემლთან მიდის - საქმეში ახალი მტკიცებულებებია

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის კვალი პირდაპირ კრემლთან მიდის. ახალი მტკიცებულებები ამ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ "ვიმპელის" ყოფილი ოფიცერი რომან დემიან-ჩენკო ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.

ინფორმაციას გერმანული გამოცემა "ბელინგქეთი" ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაცია ამყარებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაგეგმა და შეასრულა კომპანია "ვიმპელმა", რომელიც რუსეთის ФСБ-სთან იყო კოორდინაციაში.

ის ФСБ-ს ქვედანაყოფია და მისი პირდაპირი მოვალეობაა, უცხო ქვეყნებში შეკვეთილი მკვლელობების შესრულება.

დღის ამბები