06 მაისი 2024,   13:25
ვრცლად
პორტლენდში სროლის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ -ის ქალაქ პორტლენდში არეულობის დროს სროლისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება შაბათს საღამოს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ძალადობას ადგილი ჰქონდა პორტლენდის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციითვე, ცეცხლსასროლი იარაღით სროლისას ერთი პირი გარდაიცვალა, თუმცა მათ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ.

პორტლენდში რამდენიმე თვეა აქციები პერმანენტულად იმართება. საპროტესტო ტალღა ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები