10 სექტემბერი 2026,   22:23
ვრცლად
დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის მორიგი პროცესი გაიმართება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, მათთვის, ჯერ ჯერობით, უცნობია რა სახის მტკიცებულებებს წარადგენს ბრალდების მხარე და რომელი მოწმეები იქნებიან წარდგენილნი პროკურატურის მხრიდან. ისინი გამოთქვამენ მზაობას მიიღონ მონაწილეობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვაში.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

დღის ამბები