"ქართულმა ოცნებამ" აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა. საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის რჩეული ქობულეთის მაჟორიტარული ოლქიდან აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე იქნება, უმაღლეს საბჭოში კი მოქმედი დეპუტატი ცოტნე ანანიძე.
"ქართულმა ოცნებამ" დეპუტატობის კანდიდატები დღეს ხელვაჩაურშიც წარადგინა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქიდან ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატად შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაასახელა.
კანდიდატები მხარდამჭერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინეს. ლიდერებმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე აჭარაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროქტებზე ისაუბრეს.