კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობა შეიკრიბა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდა.
ისინი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ და სოფელში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ჰყვებიან, რომ არა აქვთ გზა, წყალი და საბავშვო ბაღი, რისი მოთხოვნითაც არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.
პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას გარე განათებაზე საკუთარი ჯიბიდან ახდევინებენ ფულს და სოფელში უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა.