10 სექტემბერი 2026,   22:20
ვრცლად
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს კვლავ პროკურატურაში მიდის

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს კვლავ პროკურატურაში მიდის. ბაჩალიაშვილების ოჯახის უფლებადამცველი საგამოძიებო უწყებაში მასალების გაცნობას განაგრძობს.

ადვოკატი ამბობს, რომ მას ამ დრომდე არ უნახავს სატელიტის საშუალებით გადაღებული მანქანის ფოტოები და ეჭვობს, რომ ის საქმეში საერთოდ არ დევს.

ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ამ მასალის მიღებას ისინი სხვა ქვეყნების დახმარებითაც ცდილობენ - ამ საკითხზე დამატებით განმარტებებს მიხეილ რამიშვილი არ აკეთებს.

"დრონის ჩანაწერებს გავეცნობი მე. ვნახავ პირადად, რაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოების პერიოდში. ველოდები ჩემს მიერ მოთხოვნილ სატელეფონო ზარებს, განხორციელებულს მწყემსა და ჯიმშერ აფციაურს შორის.

სატელიტის სურათებმა, შეიძლება, ჩვენამდე მოაღწიოს ჩვენი გზებით. გარკვეულ მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი და ალბათ, დამოუკიდებლად შეიძლება მივიღოთ ეს ინფორმაცია," - განაცხადა მიხელ რამიშვილმა.

დღის ამბები