06 მაისი 2024,   13:54
ვრცლად
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კალესნიკოვა დააკავეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კალესნიკოვა დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

პარალელურად პროტესტი ბელარუსში დაკავებების ფონზე გრძელდება. ანტისამთავრობო აქციაზე 633 დემონსტრანტი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მინსკის ქუჩებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ასი ათასამდე ადამიანი გავიდა.

დემონსტრანტები აიყვანეს ქალაქ გროდნოში ​გამართულ საპროტესტო აქციაზეც, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

დღის ამბები