19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ვინ გაუტეხა თავი ვახტანგ ჩიქოვანს - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე და ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ რამდენიმე სიახლეა. იუბილარის, ანა გაბეჩავას დაკითხვა დღეს მცხეთის სასამართლოში ხუთი საათი გრძელდებოდა. მცხეთაში დღეს თავის დაწვით იმუქრებოდა ბრალდებული არასრულწლოვნის მამა. წინასწარ დაანონსებული აქტის გამო დღეს ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. თუმცა მთავარი მაინც ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენებაა.

19 წლის გოგონამ ის პირები დაასახელა, რომლებმაც ერთ-ერთ ბრალდებულს და ამავდროულად დაზარალებულს თავი გაუტეხეს.

ანა გაბეჩავას არ დაუნახავს ვინ მიაყენა დაზიანება ვახტანგ ჩიქოვანს თავის არეში, მაგრამ გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ კრამიტით თავი, დაზარალებულს საბა ჩხარტიშვილმა გაუტეხა. ჩხარტიშვილის გარდა, დღეს იუბილარმა სასამართლოს უთხრა, რომ დაპირისპირებაში, აგარაკის ინციდენტის დროს, მონაწილეობას საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე იღებდნენ. 

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ გაბეჩავამ ყველა ის პირი დაასახელა, რომელებმაც ვახო ჩიქოვანზე და ნ.ხ.ზე იძალადეს.

პროკურატურის მტკიცებით, მათი კითხვები 18 ივნისის ღამის გარდა, გლდანის ციხეში გადაღებულ ვიდეო მასალებსაც შეეხებოდა, სადაც გაბეჩავას თანაკლასელები 15 ათასი ლარის მოთხოვნის თაობაზე საუბრობენ. 

ანა გაბეჩავას გარდა, არსებითი განხილვის ფარგლებში მოწმის სახით 6 პირი დაიბარეს, მათ შორის საგამოძიებო უწყების თანამშრომლები. 

დღის ამბები