19 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
"ფრჩხილები ყველას ჰქონდა დაჭრილი, ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში" - ახალი ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

ახალი ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. დასკვნით ირკვევა, რომ 19 წლის ფეხბურთელის ტანსაცმელზე კვლევა ვერ ჩატარდა, რადგან წარმოდგენილი მასალა კვლევისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ხელის მტევნებსა და ფრჩხილებში არ არის ბრალდებულების დნმ-ის ნიმუშები აღმოჩენილი.

საქმის პროკურორ, დავით ყაზარაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ ფიქსირდება გიორგი  შაქარაშვილის ტანსაცმელზე ბრალდებულების გენეტიკური ნიმუშები. პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულებმა არა ერთი მტკიცებულება გაანადგურეს. ყაზარაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში წარდგენამდე ისინი კარგად მოემზადნენ და საკუთარ სხეულზე ყველანაირი კვალი გააქრეს. პროკურორი, გარდა ამისა ამბობს, რომ ბრალდებულებმა ინფორმაციები ტელეფონებშიც წაშალეს. 

"ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე. რა თქმა უნდა, ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ყველას ჰქონდა დაჭრილი, ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში. შესაბამისად, მათ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარ, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულებები, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წაშალეს,“ -  განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

დღის ამბები