22 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
11 სექტემბრის, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმებიდან 19 წელი გავიდა

11 სექტემბრის, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმებიდან 19 წელი გავიდა. ეპიდემიის გამო, ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დაგეგმილი ცერემონიები შეზღუდული ფორმით გაიმართება.

2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და პენტაგონის შენობას შეეჯახა.

მომხდარი ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობით ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

დღის ამბები