ლიეტუვის პარლამენტმა, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს.
რეზოლუციაში, კანონმდებლები საქართველოს მთავრობას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვენ საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილონ.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიწვიოს მიღებული კანონი, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შემდგომი გაგრძელება , აუცილებელი რეფორმების გაგრძელება;მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა დაძლევს ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის განხორციელებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნას", - ნათქვამია სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.