12 სექტემბერი 2026,   16:24
ვრცლად
გორის ცენტრში მეზობლის ძაღლმა მოზარდი დაკბინა 

გორში ბებიასთან სტუმრად მისული მოზარდი ძაღლმა დაკბინა. დაშავებული გოგონა სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრები ჰყვებიან გორში, ჭავჭავაძის 4 ნომერში მცხოვრები ოჯახის კუთვნილი შინაური ცხოველი აგრესიულია და სხვა დროსაც არაერთი ადამიანი დაუკბენია. ამ მიზეზით, მეზობლებმა ძაღლის პატრონის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავაც მოიგეს, თუმცა არაფერი შეცვლილა.

"დედა-შვილი ასეირნებდა ძაღლს, გაუშვეს ხელი და შეაჭმევინეს... აბსოლუტურად არავინ არ იღებს ზომებს. აკრძალული აქვს იმ ძაღლის გამოყვანა ეზოში. თუ გამოვა და გაასეირნებს, ნიღბის გარეშე არ უნდა გაასეირნოს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გორში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

დღის ამბები