17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
იმ ფონზეც კი, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ააქტიურებენ - საახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებულ უკანონო ქმედებებსა და დესტრუქციულ ნაბიჯებს. უწყების ცნობით, იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზზე. აპარატმა განცხადება გაავრცელა.

"აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ინტენსიურ მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რათა სათანადო შეფასება მიეცეს და ქმედითი ზომები იქნას მიღებული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გახშირებული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან ერთად, აუცილებლად იქნება დაყენებული ბოლო დროს განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც,"- ნათქვამია განცხადებაში

დღის ამბები