09 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 307 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 29 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში COVID-19-ის სულ 307 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის პერიოდში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. 

მონაცემები მატულობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩეხეთშიც.

მზარდი სტატისტიკის გამო 19 სექტემბრიდან სამკვირიანი კარანტინი ამოქმედდება ისრაელში, სადაც შეზღუდვები დაწესდება გადაადგილებაზე, ასევე დაიხურება კაფეები, რესტორნები და სკოლები.

ბოლო სამ თვეში მონაცემების მკვეთრად კლება დაფიქსირდა ავსტრალიაში - ვიქტორიის შტატში, სადაც ყველაზე ნაკლები 35 დღიური შემთხვევა დადასტურდა. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში. ბოლო 24 საათში რუსეთში 94, თურქეთში 57, სომხეთში 5, აზერბაიჯანში კი 3 COVID ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღის ამბები