26 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემას შეუძლია მოახდინოს დაავადების დროული პრევენცია - მარინა ეზუგბაიას ინფიცირებულთა მატებაზე

ბოლო დღეებში საგრძნობლად მომატებულმა კორონავირუსის შემთხვევებმა საქართველოს პოზიცია მსოფლიო სტატისტიკაში გააუარესა. კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანა 148-ის ნაცვლად, 140-ე ადგილს იკავებს.

8 პოზიციით რეიტინგის გაუარესება ბოლო ერთ დღეში დადასტურებულ 196 შემთხვევას უკავშირდება.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, აჭარის გარდა ყველა სხვა რეგიონში ფაქტები უკავშირდება, უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს.

"ეს ვირუსი არის საკმაოდ რთული ვირუსი. ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია. მას ახასიათებს მულტისისტემური, მულტიორგანული დაზიანება და შესაბამისად, გართულებების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი. ამ გართულებებს აქვს სიცოცხლისთვის გარკვეულწილად საშიში გამოსავალი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ჯერჯერობით საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუმკლავდეს, მოხდეს დაავადების სიმძიმის პრევენცია დროული, ადეკვატური მკურნალობის შედეგად. აქედან გამომდინარე ლეტალობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ, ეს ნიშნავს, რომ ამ მძიმე, ვერაგ დაავადებას საქართველო უმკლავდება," - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები