20 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა "112" და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მოინახულეს

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა "112" და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მოინახულეს.

სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს გაეცნენ.

დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ, კერძოდ, თუ როგორ ხდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით "112"-ის მიერ დამნაშავის ვირტუალური მონიტორინგი.

დღის ამბები