26 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
ქუთაისში რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ქუთაისში რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, შემთხვევისას რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათ რკინიგზის ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გაყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქართველოს რკინიგზა მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიებასთან თანამშრომლობს. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახურიც.

დღის ამბები