19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურება და დირექტორის გათავისუფლება პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა აქციით გააპროტესტეს

თბილისის მე-10 საჯარო სკოლასთან სასწავლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება და დირექტორის გათავისუფლების ფაქტი პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა აქციით გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, ავარიული შენობიდან 22-ე სკოლაში შარშან გადავიდნენ, თუმცა დღემდე არ აქვთ ზუსტი პასუხი, როდის დასრულდება პროცესი.

ასევე, მათ პროტესტსა და კითხვის ნიშნებს იწვევს, ამ ვითარებაში, დირექტორის გათავისუფლება.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მე-10 სკოლის შენობა არის სარეაბილიტაციო და ინფორმაცია, თითქოს შენობა იყიდება, ტყუილია. რაც შეეხება სკოლის დირექტორს, უწყებაში განმარტავენ, რომ მას 6-წლიანი ხელშეკრულების ვადა გაუვიდა.

დღის ამბები