25 ოქტომბერი 2020,   07:28
ვრცლად
შსს-ს 11 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. 

მათგან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო 
მთავარ სამმართველოში.

კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის 
დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 
თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო 
სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ 
რუსთავში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს 
უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ 
ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, 
სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა 
სტაბილურია.

დღის ამბები