25 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
სარიტუალო ღონისძიება შესაძლოა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს - ახალციხეში ეპიდკვლევები გრძელდება

ახალციხეში ეპიდკვლევები გრძელდება, სადაც სარიტუალო ღონისძიება შესაძლოა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს.

"კურიერის" ინფორმაციით, covid - 19 დაუდასტურდა შუახნის მამაკაცს, რომელიც სომხეთიდან საქართველოში 13 სექტემბერს დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. 150 ადამიანი განსაკუთებული მეთვაყურეობის ქვეშ არის.

ინფიცირებული კი სომხეთში კოვიდ განყოფილებაში მკურნალობს. საკარანტინო ზონაში გადაყვანილებს შორის არიან მედია ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარტიის კიდევ ერთი წევრი და სალონის 3 თანამშრომელი.

დღის ამბები