უნგრეთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კანოეში, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. შეჯიბრებაში, სახელად "ოლიმპიური იმედები - 2020," მონაწილეობას 22 ქვეყნის 403 სპორტსმენი იღებდა, მათ შორის ალექსანდრე წივწივაძე და ლიდია სულაბერიძე.
წივწივაძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ლიდია სულაბერიძეს კი ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, მისი ნავი ფინიშის ხაზთან ამოტრიალდა. ქართველმა სპორტსმენმა საპრიზო ადგილზე გასვლა სხვა დისციპლინაში მოახერხა, სულაბერიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.