ევროპის სპორტის კვირეულმა დღეს სტარტი აიღო. სხვადასხვა სპორტის აქტივობას კიკვიძის პარკი მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი ნაწილი კი ფრენბურთს ეთმობა.
მოყვარულებს შეუძლიათ ჩაერთონ თამაშებში, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აქტიურად გაატარონ დღე როგორც მეგობრებთან, ასევე ოჯახის წევრებთან ერთად. მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ჯილდოებიც.
ევროპის სპორტის კვირეულის მიზანი ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.