"საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026" - აჭარის ხელოვნების მუზეუმში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი მხატვრების 70-მდე ნამუშევარი.
პროექტი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 11 ქვეყნის მხატვარი მონაწილეობდა. მათ, პროექტის ფარგლებში, ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.
საერთაშორისო პროექტი უკვე მე-6 წელია იმართება.