20 სექტემბერი 2026,   17:38
ვრცლად
112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 112-ში გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შედის. 

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ტექნიკური ხარვეზის შესახებ დილით განაცხადა.

დღის ამბები