"ევროპული საქართველო” ზუგდიდის ოფისი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბრალდებებს უყენებს.
პარტიაში ამბობენ, რომ საოლქო “ქართულ ოცნების” დამატებით შტაბად გადაიქცა, რადგან ყველა ნეიტრალური კომისიის წევრად, მათი მტკიცებით, აირჩიეს პიროვნებები, რომლებიც არიან დაკავშირებულები „ქართულ ოცნებასთან“, ასევე ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები, მერიის აიპ-ების, თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.
როგორც კომისიის წევრი “ევროპული საკრებულოდან” ბესიკ დონაძე ამბობს, ეს პირები “მონური მორჩილებით” მმართველი გუნდის ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ.
თავის მხრივ, ბრალდებებს უპასუხა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.
მისი თქმით, ნეიტრალური წევრების არჩევას არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და თითოეული მათგანი წესის, რეგულაციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო პრიორიტეტების მიხედვით შეირჩა. რაც შეეხება მათ კავშირებს საჯარო სამსახურთან, მესხი ამბობს, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები ცეესკოსთვის საინტერესო არ არის.