19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
რაგბის კავშირში ურთიერთბრალდებები არ წყდება  - ირაკლი აბუსერიძის თქმით, პრობლემები არა ცალკეული პიროვნებების არამედ მთლიანად გუნდის ბრალია

რაგბის კავშირში ურთიერთბრალდებები არ წყდება - ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას ბრალდებებს პასუხობს. გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, რაგბის კავშირში არსებული პრობლემები არა ცალკეული პიროვნებების არამედ მთლიანად გუნდის ბრალია, რომლის წევრებიც არა პროფესიონალიზმის, არამედ მეგობრობის კრიტერიუმით იქნენ შერჩეული. აბუსერიძე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა:

"მათი გუნდის წარმომადგენლებში დაიწყო უთანხმოება და ის ბიჭი სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ მომენტში. ამ გუნდში ადამიანები შერჩეული იქნა არა პროფესიონალიზმის, არამედ მეგობრული კუთხით. როცა შედეგი არაა, ფინანსურს თავი დავანებოთ და სპორტული კუთხით შევხედოთ, ყველას პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ყველას თავისი მიმართულება ჰქონდა  და მარტო გოჩას ბრალი, უსამართლობა მგონია," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.  

დღის ამბები