აჭარაში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება. ღამის 22:00 საათიდან იკრძალება კაფე-ბარების და რესტორნების მუშაობაც.
კვების ობიექტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ დაიცავენ დაწესებულ რეგულაციებს, თუმცა ეს შეზღუდვა მათ ფინანსურ სარგებელზე უარყოფითად აისახება.
"ჩვენი სამუშაო დრო იზღუდება საღამოს 10 საათამდე, ანუ საღამოს 10 საათზე უკვე ხვალიდან ჩვენ დაკეტილები ვიქნებით ორივე ჩვენი ობიექტით. ბოლო პერიოდში დატვირთვა უფრო გადმოწეულია შუადღე საღამოს პერიოდისთვის, ღამის საათებში ნაკლებად, თუმცა რა თქმა უნდა შემოსავალი მაინც იყო," – აცხადებს "პრივეტის ბათუმის" მენეჯერი.
აჭარაში ხვალ დილიდან აიკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, რესტორნები და კაფე-ბარები კი საღამოს 22:00 საათზე დაიკეტება.
კვების ობიექტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ დაიცავენ დაწესებულ რეგულაციებს, თუმცა ეს შეზღუდვა მათ ფინანსურ სარგებელზე უარყოფითად აისახება.
მოქალაქეების აზრი, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ ორ ნაწილად იყოფა. ნაწილს მიაჩნია, რომ შეზღუდვები აქამდე უნდა დაწესებულიყო, ვინაიდან სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდა ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერა. ნაწილი კი თვლის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობდნენ ტაქსით გადაადგილება გაუჭირდებათ.