25 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
იმერეთში გამოვლენილი კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევის უმეტესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი PCR კვლევა ჩაატარა, საიდანაც ვირუსი 27 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული, საიდანაც 190-მდე იმერეთის რეგიონის მკვიდრია. 

დღის ამბები