05 სექტემბერი 2026,   12:49
ვრცლად
ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული შემთხვევებიდან 12-ს COVID-19 დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული შემთხვევებიდან კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა, მათგან სამი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერიდანაა, დანარჩენი 9 კი საბერიოში მცხოვრები პირია და მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გადმოიყვანენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში კოვიდინფიცირებული 68 პირია, ორი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები