ხმაურია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში - საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები მერის მოადგილეს შეხვდნენ, შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. მოქალაქეები ითხოვენ აჭარის მთავრობის პირობის შესრულებას, რომლის თანახმადაც მათ თორნიკე რიჟვაძემ 10 დღის ვადაში ბანკებთან მოლაპარაკებისა და სესხის სუბსიდირების საკითხის მოგვარების ვალდებულება აიღო, თუმცა, რეალურად, ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა და ბანკები პირიქით, ახალი სანქციებით იმუქრებიან.
მერის მოადგილის ლევან ზოიძეს თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში საკითხი მოგვარდება, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.
სასტუმროებისა და და კაფე -ბარების მეპატრონეებს მერის მოადგილეს დაპირებების არ სჯერათ და მაშტაბურ აქციებს აანონსებენ.