საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო მისიების და ორგანიზაციების თანამშრომლებმა.