19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
კორონავირუსი ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი კორონავირუსის სიმპტომებით, ინფექციურ საავადმყოფოში შევიდა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია.

რა გახდა დაინფიცირების წყარო უცნობია, ასევე ზუსტდება კონტაქტები. მერიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო დღეებში მერიაში არ დადიოდა და რამე რისკები არ არსებობს.

დღის ამბები