საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის ელჩს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი თავად სომეხი დიპლომატი იყო. ხანმოკლე საუბრის დროს მხარეები ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებიც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარის მსხვერპლის გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის.