19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა ბათუმის მაჩვენებელს უახლოვდება - ეპიდემიოლოგები შესაძლო ახალ შეზღუდვებზე ალაპარაკდნენ 

თბილისში COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა უკვე ბათუმის მაჩვენებელს უახლოვდება. 527 ახალი შემთხვევიდან 179 სწორედ დედაქალაქშია. ოქროს ბირჟაზე დაფიქსირებული ათეულობით ინფიცირებულის გამო მთლიანად დაიხურა "თბილისი ცენტრალი".

თბილისში ნაძალადევის რაიონში 32-ე საჯარო სკოლა დაიხურა. მოსწავლეს და დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა 30 მოზარდი და რამდენიმე მასწავლებელი, მათ შორის, სკოლის დირექტორი, იზოლაციაში არიან. კორონავირუსი დაუდასტურდა ვაზისუბანში 92-ე საჯაროს სკოლის პედაგოგსაც.

საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა რეგიონებშიც - ფოთში მესამე საჯარო სკოლაში ვირუსი სკოლის ექიმს დაუდასტურდა. 900-ზე მეტი ბავშვი ახლა იზოლაციაშია. მესამე საჯარო სკოლა დაიხურა გორშიც, ინფიცირებულია მოსწავლე. დღეს სასწავლო პროცესში ჩაიშალა კახეთშიც. ველისციხეში ორ, მე-9 და მე-5 კლასელს ლაბორატორიულად ვირუსი დაუდასტურდა.

პირველად საქართველოში 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს, 3 აჭარის რეგიონში მკურნალობდა, ერთი - ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" და ორი - გორის ჰოსპიტალში. მათი ასაკი 51-დან 82 წლამდე იყო.

დღის ამბები