თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 თბილისს, 99 კი იმერეთს უკავშირდება.
რაც შეეხება რეგიონებს, ენდელაძის ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევები ასე გადანაწილდა:
ქვემო ქართლში - 31; გურიაში - 10; მცხეთა მთიანეთში - 10, შიდა ქართლში - 7; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთში - 3, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, იმპორტირებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 11271-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 253-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 6119 გახდა.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 78 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში - იმყოფება 5971 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.