ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ბავშვები დღეს საბავშვო ბაღებში წასვლას შეძლებენ, თუმცა კოვიდ 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი ყველა ბაღში ვერ დაიწყება.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა ბოლო კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან დღის ბოლოს გაიარა.
ცნობილია, რომ შეცვლილია ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები.
რეკომენდაციების შესაბამისად, მოწყობილია საჯარო ბაგა-ბაღების ეზოებიც, სადაც აღსაზრდელებსა და მათ თანმხლებ პირებს, ასაკობრივი დაყოფით, სპეციალური სტიკერებით გამიჯნული სივრცეები დახვდებათ.