19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი, მას საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება - პრემიერი

მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცე ეტაპობრივად გაიხსნება, ქვეყანაში შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ თვითიზოლაციაში გადასვლა შეეძლებათ. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მხოლოდ მათ, ვისაც PCR ტესტი ექნება გაკეთებული. 

"მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი, მას საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება, მას შეეძლება პირდაპირ გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს.

ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნება PCR ტესტი, მათ შეეძლებათ ზუსტად ისევე ისე გამოიყენონ საკარანტინო სივრცე. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვცდილობთ მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ეკონომიკაში,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები